spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი ომის დასრულების პირობებს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ G20-ის სამიტზემსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა “გაამყარონ ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტი”, რათა თავიდან აიცილონ რუსული აგრესიის განმეორება.

 

“ყველა ომის საწინააღმდეგო ღონისძიების განხორციელების შემდეგ, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

აღსანიშნავია, რომ მთელი გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტი მიზანმიმართულად მიმართავდა G19-ის ქვეყნებს – რუსეთის გამორიცხვით. 

 

მოგვიანებით ზელენსკიმ ომის დასრულების პირობები გამოქვეყნა:

 

რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება.

 

სურსათის უვნებლობა.

 

ენერგეტიკული უსაფრთხოება.

 

ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება.

 

გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა.

 

რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა.

 

სამართლიანობის აღდგენა.

 

ეკოციდის საწინააღმდეგო ქმედებები.

ესკალაციის პრევენცია.

 

ომის დასრულების დაფიქსირება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები