spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპას ბრიტანეთი და საფრანგეთი წარმოადგენენ

ევროპა უნდა იყოს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან,  ევროკავშირს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უნდა წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია ძალიან მკაფიოა – ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან ომის დასასრულებლად.

“ევროპა ძალიან დიდია და მას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმომადგენლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპას წარმოადგენენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მაკრონი და სტარმერი”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, უკრაინას სურს თავისი მკაფიო პოზიცია გადასცეს ყველა სხვა პარტნიორს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები