spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ოპერაცია კურსკის ოლქში დიდი სამხედრო დიპლომატიური ოპერაციის ნაწილია, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში დიდი სამხედრო დიპლომატიური ოპერაციის ნაწილია, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“კურსკის ოპერაცია დიდი სამხედრო დიპლომატიური ოპერაციის ნაწილია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, “ყველაფერი რასაც ვაკეთებთ არის მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ იყოს მზად სამართლიანი მშვიდობისთვის”. გარდა ამისა, კურსკის ოპერაციამ რუსებს სუმის რეგიონის დაკავებისა და უკრაინის პოზიციების შესუსტების საშუალება არ მისცა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ძალიან რთული იყო ინიციატივის ხელში ჩაგდება პარტნიორების დახმარების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში.

”მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა და ეს არის ამ გეგმის ერთ-ერთი ეტაპი”,  – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ახლა მას კურსკის ოპერაციის ყველა მიზანზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა როცა ყველაფერი დამთავრდება და თუ “უკრაინა წარმატებას მიაღწევს“, მაშინ ცხადი გახდება, რას აკეთებდა უკრაინა და რატომ.

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ათეულობით კილომეტრის მანძილზე რუსეთის სიღრმეში შეღწევა და რიგ დასახლებულ ზონაზე კონტროლი. უკრაინა აკონტროლებს ქალაქ სუჯას, სადაც მდებარეობს სადგური, რომლითაც რუსეთი გაზს აწვდის ევროპას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები