spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება და რუსეთი აუცილებლად იგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფარგლებში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება.

 

“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და აუცილებლად იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები. ვიცი, რომ ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ. არა მხოლოდ ვინც იცის გეგმა, არამედ ყველა ადამიანი”, – განაცხადა ზელენსკიმ იტალიური მედიის წარმომადგენლებთან.

 

მისივე თქმით, რუსეთი აუცილებლად იგრძნობს უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევის დაწყებას.

 

“ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა, მაგრამ მე ვერ გიპასუხებთ. თუმცა თქვენ აუცილებლად ნახავთ, რუსეთი კი აუცილებლად იგრძნობს… ჩვენ გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები