პოკროვსკის მიმართულებით, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს უკრაინელი სამხედროების გაძლიერებული პასუხები რუსი ოკუპანტებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და განსაკუთრებით, პოკროვსკის მიმართულებით მოხსენება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან ალექსანდრ სირსკისგან მოისმინა.
“იქ ყველაზე მძიმე ბრძოლებია და ეს მიმართულება მოითხოვს ჩვენ ყველაზე ძლიერ პასუხებს ოკუპანტებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ყურადღება არ მცირდება.