spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელს არ მოვაწერ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი რადა მიიღებს კანონს, რომელიც ქალთა მობილიზაციას ითვალისწინებს, ის მას ხელს არ მოაწერს.

 

როგორც მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ კანონი 27 წლამდე მამაკაცის მობილიზებასთან დაკავშირებით სწორ არგუმენტებს შეიცავს, ის მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

 

“არა, არ მოვაწერ ხელს ქალების მობილიზაციას. 25 წელთან დაკავშირებით, თუ ყველა არგუმენტი იქნება წარმოდგენილი (დღეს ვნახავ რაც საჭიროა), მაშინ ამას დავეთანხმები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, თუ საუბარია დამატებით სამობილიზაციო ძალებზე, უნდა მოიძებნოს “დემობილიზაციის პროცესები”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები