spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სამხედრო ან დიპლომატიური გზით

ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სამხედრო ან დიპლომატიური გზით. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მტრის ქცევაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყირიმის, დონბასის და სხვა ტერიტორიების სრული დეოკუპაციის გარეშე უკრაინასა და ევროპულ სივრცეში მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება, სხვა ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად, კიევი არასოდეს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას.

 

“ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით (ყირიმის განთავისუფლების საკითხი). რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ ნახევარკუნძული შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს გადაარჩენს სიცოცხლეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები