უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ვითარება გამაცნო. ყველა მიმართულებით უკრაინელი სამხედროები კარგ შედეგებს აჩვენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მთავარსარდალმა სირსკიმ ახლახან გამაცნო ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში, ოპერაცია კურსკის რეგიონში და ”გაცვლით ფონდზე”, ჩვენი ბრიგადების აღჭურვილობის შესახებ, ყველა მიმართულებით, ჩვენი ბიჭები ყოჩაღები არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, დღეს არის „კარგი და აუცილებელი შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებაში“ და უკრაინის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევის განხორციელება, ეს, ასევე ეხება „ბუფერული ზონის“ შექმნას კურსკის რეგიონში ოპერაციის წყალობით.
“ყველაფერი, რაც ზარალს აყენებს რუსეთის არმიას, რუსეთის სახელმწიფოს, მათ თავდაცვის ინდუსტრიას და მათ ეკონომიკას – ეს ყველაფერი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ომის გაფართოება და დავაახლოოთ ამ აგრესიის სამართლიანი დასასრული, სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.