სამი რუსული ბომბდამშენის განადგურება რუს მფრინავებისთვის შეხსენებაა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა მკვლელ ოკუპანტს უპასუხებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც ხერსონის ოლქში სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.
ზელენსკის თქმით, ეს იყო ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მუშაობის შედეგი.
“გმადლობთ, ბიჭებო! და ყველა რუსმა პილოტმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ იქნება ჩვენი პასუხი თითოეული რუსი მკვლელისთვის: არცერთი მათგანი არ დარჩება დაუსჯელი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, 22 დეკემბერს, უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით სამი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს.