spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი 2025 წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს

უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ომი 2025 წელს დასრულდეს. და ომი დიპლომატიურად უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წელს ომი დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც მუშაობაა საჭირო.

მისივე თქმით, უკრაინელებს უნდა ახსოვდეთ, ვისთან იბრძვიან, რადგან რუსები არ აფასებენ ხალხს და აღჭურვილობას.

უკრაინამ და რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს. ისინი ბელარუსსა და სტამბოლში გაიმართა, თუმცა მხარეები ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები