spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ქვეყნები, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულის ალტერნატივას ეძებენ, პუტინს ეხმარებიან, ეს ეხება ჩინეთს და ბრაზილიას

ქვეყნები, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულის ალტერნატივებს ეძებენ, რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან ერთად თამაშობენ. კერძოდ, ეს ეხება ჩინეთს და ბრაზილიას, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“როდესაც ზოგიერთი გვთავაზობს ალტერნატიულ, ნახევრად მოგვარების გეგმებს, ე.წ. “პრინციპების კომპლექტს”, ეს არა მხოლოდ უგულებელყოფს ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინელების ინტერესებს და ტანჯვას, ის არა მხოლოდ უგულებელყოფს რეალობას, არამედ პუტინს პოლიტიკურ სივრცესაც აძლევს იმისთვის, რომ გააგრძელოს ომი და ზეწოლა მოახდინოს მსოფლიოზე მეტი ქვეყნის დასამორჩილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ალტერნატიული “სამშვიდობო“ ინიციატივა არის სიმშვიდის მიღწევის მცდელობა და არა ომის დასრულება.

მისივე თქმით, შესაძლოა, ვინმეს ამ გზით სურდეს ნობელის პრემიის მიღება გაყინული ზავისთვის, მაგრამ “ერთადერთი პრიზი, რომელსაც პუტინი სანაცვლოდ მისცემს, არის ახალი ტანჯვა და კატასტროფები”.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ეძებს ალტერნატივებს ან უგულებელყოფს სამშვიდობო ფორმულის რომელიმე პუნქტს, მაშინ “მას თავად სურს გააკეთოს ნაწილი იმისა, რასაც პუტინი აკეთებს“.

“და როცა ჩინეთ-ბრაზილიის დუეტი ცდილობს გადაიქცეს ხმების გუნდად – ვიღაცასთან ევროპაში, ვიღაცასთან აფრიკაში, სრული და სამართლიანი მშვიდობის ალტერნატივაზე საუბრით, ჩნდება კითხვა – რა არის ნამდვილი ინტერესი? ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინის ხარჯზე საკუთარ ძალაუფლებას ვერ გააძლიერებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიომ უკვე გაიარა კოლონიური ომები და დიდი სახელმწიფოების შეთქმულებები მათ ხარჯზე, ვინც უფრო მცირეა. და ყველა ქვეყანას ესმის, რატომ უნდა დარჩეს ეს წარსულში.

”მე მინდა მშვიდობა ჩემი ხალხისთვის – ნამდვილი და სამართლიანი მშვიდობა და ვითხოვ თქვენს მხარდაჭერას – მსოფლიოს ყველა ხალხისგან.

ჩვენ არ ვყოფთ სამყაროს. იმავეს გთხოვთ – ნუ ყოფთ სამყაროს. იყავით გაერთიანებული ერები და ეს მოიტანს მშვიდობას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები