spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო ძლიერი იქნება რუსეთის თავდასხმები, ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო ძლიერი იქნება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის ობიექტებზე.

 

“გასული ღამის განმავლობაში ჩვენს ცაზე თითქმის 30 “შაჰედი” განადგურდა. მადლობას ვუხდი მობილური საცეცხლე ჯგუფების ყველა მეომარს, ჩვენი საჰაერო ძალების ავიაციას და საზენიტო-სარაკეტო ძალებს. თქვენი სიზუსტე ბიჭებო, ფაქტობრივად სიცოცხლეა უკრაინისთვის. რაც უფრო ახლოსაა ზამთარი, იქნება რუსეთის მცდელობები, რომ დარტყმები უფრო ძლიერი გახადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინაში ყველასთვის მნიშვნელოვანია ასი პროცენტით ეფექტური იყოს.

 

“მიუხედავად ყველა სირთულისა. მიუხედავად ყველა დაღლილობისა, უკრაინის დასუსტების მცდელობის მიუხედავად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

“პატივი და დიდება ყველას, ვინც იბრძვის სახელმწიფოს გულისთვის, ყველას, ვინც ეხმარება და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა. ეს დამოკიდებულია ყველაზე. გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა სახელმწიფოს გასაძლიერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გარდა ამისა, მან აღნიშნა ქვეყნები, რომლებმაც ამ კვირაში გამოაცხადეს უკრაინის ახალი დახმარების შესახებ.

 

“გერმანია, ფინეთი, ლიტვა – მადლობა ახალი თავდაცვითი პაკეტებისთვის. ესტონეთი – მომდევნო წლებში გაზრდის ინვესტიციებს საბრძოლო მასალის წარმოებაში და ეს მნიშვნელოვანია. ნორვეგია და ბრიტანეთი – არის გადაწყვეტილება ახალი ჰუმანიტარული პაკეტების შესახებ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მადლობა. ჩვენ უკვე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს – უსაფრთხოების ნაბიჯებს – უახლოეს კვირებში. კერძოდ, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები