სამხედრო ტყვეების გაცვლა, რომელიც ოთხშაბათს, 3 იანვარს მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, კარგი ამბავია დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ 200-ზე მეტი ადამიანის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება – ჯარისკაცები და რაც მთავარია, მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ გვახსოვს ყველა უკრაინელი, ვინც იქ იმყოფება, რუსული ტყვეობაში. იყო ხანგრძლივი პაუზა გაცვლაში, მაგრამ არ ყოფილა პაუზა გაცვლის მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაცვლისთვის, ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე უკრაინა აყენებს ტყვეების დაბრუნების თემას.
“მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ გაცვლის განბლოკვა. შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლში, მესაზღვრეები, საზღვაო ძალების ჯარისკაცები. უმეტესობა ჯარისკაცები და სერჟანტები არიან, მაგრამ ასევე არიან ოფიცრები. ძალიან კარგი დღეა უკრაინისთვის, მათი ნაწილი მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთი გათავისუფლებულის შესახებ ჯერ კიდევ დასაწყისში, არ იყო ინფორმაცია, რომ ისინი ტყვეობაში იმყოფებოდნენ და დაკარგულად ითვლებოდნენ.
“მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს იმისათვის, რომ გაცვლა გაგრძელდეს: ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიში, კლიმენკო. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს ფრონტის ხაზზე, ვისაც ტყვედ აჰყავს ოკუპანტები და ავსებს ჩვენი გაცვლის ფონდს, რაც მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება გაცვლის მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინას და რუსეთს შორის რამდენიმე თვეა, ტყვეების გაცვლა არ მომხდარა. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 230 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, რომლებიც მარიუპოლსა და აზოვსტალს იცავდნენ.