უკრაინა არ წყვეტს პარტნიორებთან მუშაობას საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდის მიზნით. პრიორიტეტი უცვლელი რჩება – საბრძოლო ავიაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ არ ვწყვეტთ პარტნიორებთან მუშაობას, რათა გვქონდეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და მეტი მაღალი ხარისხის წვრთნა და მხარდაჭერა ცის მცველთა ყველა ქვედანაყოფისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს საჰაერო ფარის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საბრძოლო ავიაცია.
“ყველა დონეზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რა არის საჭირო უკრაინის ცის დახურვისთვის – “შაჰედების” და რაკეტებისგან დახურვის, მათ შორის მათ შორის ჩრდილოეთ კორეის რაკეტებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ტერორმა ყოველთვის უნდა წააგოს – ეს არის სიცოცხლის დაცვის ძირითადი პრინციპი.
”და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს ჩვენს პარტნიორებთან მომავალში – როგორც საჰაერო თავდაცვა იცავს სიცოცხლეს, ასევე შორ მანძილზე დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს”, – განაცხადა ზელენსკიმ.