უკრაინელმა დამცველებმა რუს ოკუპანტებს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ოპერირების შესაძლებლობა უნდა ჩამოართვან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზელენსკიმ სამსახურის თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცა და როგორც აღნიშნა, უკრაინა მოელის, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიდევ უფრო ეფექტური იქნება ოკუპანტებთან ბრძოლაში.
“რუსეთის სამხედრო ხომალდებს ადგილი აღარ აქვთ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და ჩვენს ყირიმის მახლობლად, მაგრამ უნდა დაკარგონ აღმოსავლეთ შავი ზღვის წყლებში ოპერირების შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა ოკუპანტს უკვე ესმის, რომ ვერსად იგრძნობს სიმშვიდეს უკრაინის ტერიტორიაზე, “მაგრამ მტერმა უნდა დაკარგოს კიდევ უფრო მეტი ლოგისტიკა, კიდევ უფრო მეტი შტაბი, საწყობი – ამ ომის კიდევ უფრო მეტი მატერიალური საფუძველი”.