spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსებმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების თავდასხმებში გამოყენება დაიწყეს

რუსეთის არმიამ დაიწყო ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების გამოყენება თავდასხმებში. ცნობილია, რომ ამაში სამხედრო მოსამსახურეების შესამჩნევი რაოდენობაა ჩართული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს უკვე არსებობს წინასწარი მტკიცებულება, რომ რუსებმა დაიწყეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება თავდასხმებში – შესამჩნევი რაოდენობა.  რუსები მათ აერთიანებენ კონსოლიდირებულ დანაყოფებში და იყენებენ კურსკის ოლქში ოპერაციებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჩრდილოეთ კორეის ჯარები მხოლოდ ამ მიმართულებით ნახეს, მაგრამ უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება ფრონტის სხვა სექტორებში.

“დანაკარგები ამ კატეგორიას შორის უკვე შესამჩნევია, ფაქტობრივად, მოსკოვმა ამ ომში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩართო. და თუ ეს არ არის ესკალაცია, მაშინ რა არის, რაზეც ბევრი საუბრობდა? ეს არის პუტინი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რომლებიც აფართოებს და აგრძელებს ამ ომს. სწორედ ის უარყოფს მშვიდობის შესაძლებლობას და სწორედ მას სურს, რომ მსოფლიოს მეტი პრობლემა ჰქონდეს აზიაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რომ აშკარად უგულებელყოფს ყველა ქვეყნიდან – ჩინეთიდან და ბრაზილიიდან დაწყებული მრავალი სხვა ქვეყნის მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ყველაფერი გააკეთოს დეესკალაციისთვის.

“თუ არ არის მძაფრი რეაქცია მსოფლიოდან, რუსეთი ამძიმებს ომს. ჩვენ დავიცავთ თავს, მათ შორის ამ ჩრდილოეთ კორეელებისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან კოორდინირებულ მოქმედებას ამ ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ეს საკითხი ევროპაში პარტნიორებთან ერთად განიხილება.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა, ინვესტიციები ევროპის საერთო დაცვაში და ძლიერი დიპლომატია მშვიდობისთვის – ეს არის ის, რაც უნდა გაიზარდოს ყოველ კვირას, რათა მომავალ წელს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცები ჩავიდნენ. ისინი გაგზავნეს კურსკის ოლქში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები