რუსეთმა ერთ კვირაში ასობით თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის იარაღით. ოკუპანტებმა ათასზე მეტი ბომბი და ასობით დრონი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში 1200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 870 თავდასხმის დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა.
“ყოველი “შაჰედი”, ყოველი საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, კერძოდ, მოიცავს კომპონენტებს, რომლებიც მიწოდებულია სანქციების გვერდის ავლით. ეს იარაღი შეიცავს 82 ათასზე მეტ უცხოურ კომპონენტს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღება მხარდაჭერისთვის, რომელიც გადაარჩენს სიცოცხლეს: საჰაერო თავდაცვის მიწოდება, ინვესტიციები თავდაცვის წარმოებაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
“და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამართლიანი მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მან.