spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის ჩართვას უკრაინის ომში

რუსეთი ამ ზამთარში გეგმავს ჩრდილოეთ კორეის ჩართვას უკრაინის ომში. კიდევ რამდენიმე ქვეყანა ინვესტიციას დებს ომის გახანგრძლივებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან საგარეო დაზვერვის სამსახურთან და დაზვერვის მთავარ დირექტორატთან ერთად განიხილა რუსეთის გეგმები ამ ზამთარში უკრაინაში ომის შესახებ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სადაზვერვო სამსახურების – საგარეო დაზვერვის და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანგარიში – რუსების შემოდგომისა და ზამთრის განზრახვების შესახებ. ყველაფერი საკმაოდ დეტალურად იყო გაწერილი. ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივად ჩართვა ომში, ასევე, რუსეთის ურთიერთობები ზოგიერთ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ინვესტიციას ახორციელებენ ომის გახანგრძლივებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვანია. კერძოდ, უკრაინის ურთიერთობები პარტნიორებთან და შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს დაცვას და შედეგების მიღწევას.

“მადლობას ვუხდი დაზვერვის სამსახურს და ყველა ჩართულ სპეციალისტს სრული სურათისთვის. კონკრეტული დავალებები მივეცი თავდაცვის ძალებს, უსაფრთხოების ძალებს, მთავრობას და ჩვენს დიპლომატებს.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაეხმარება რუსეთს, ჩვენ ვიმოქმედებთ ისეთივე მკაცრად, როგორც საჭიროა უკრაინის დასაცავად. ჩვენც შესაბამისად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის ზრახვებმა არ გაამართლოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რამდენიმე კვირის წინ დონეცკის მახლობლად ლიკვიდირებულ პირებს შორის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იყვნენ.

მედია ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთში წვრთნებს გადის. წლის ბოლომდე შესაძლოა, ისინი უკრაინის ფრონტზე გადაისროლონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები