spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ნაბიჯს, ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამერიკასთან ერთად

უკრაინა იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები და ყველა პარტნიორი გამოიყენებენ მკაცრ მეთოდებს, რათა აიძულონ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დამყარებაზე, რადგან ჯერჯერობით ზეწოლა არ არის საკმარისი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რამდენიმე კვირაა, ჩვენ გვაქვს ამერიკული წინადადება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. და ყოველ დღე, ამ წინადადების საპასუხოდ, არის რუსული დრონები, რუსული ბომბები, საარტილერიო დაბომბვა, ბალისტიკა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტი ძალებია საჭირო მტრის თავდასხმებისგან თავის დასაცავად.

“რუსეთი იმსახურებს მასზე გაზრდილ ზეწოლას – ყველა მკაცრ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება დაარღვიოს რუსეთის უნარი იბრძოლოს და მხარი დაუჭიროს სისტემას, რომელსაც ომის გარდა არაფერი სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ მეტი ურთიერთქმედება და ერთიანობაა საჭირო უკრაინის ყველა დასავლელ პარტნიორს შორის.

“ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმოქმედოთ, ამერიკასთან ერთად ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად დიპლომატიაში, ჩვენს ურთიერთობაში. ჩვენ ველით, რომ შეერთებული შტატები, ევროპა, ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება, გამოიყენებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს. დიპლომატიის წარმატება ყველას სჭირდება, გარდა პუტინისა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია პუტინზე ზეწოლა დიპლომატიის წარმატების და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ, უკრაინა აგრძელებს კომუნიკაციას შეერთებულ შტატებთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ერთად ამ ომის დასასრულებლად.

“მსოფლიომ იცის, რომ მხოლოდ რუსეთია მიზეზი – მიზეზი იმისა, თუ რატომ გაგრძელდა ომი ამდენი წელი. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს. და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს მათთვის, ვისაც რუსეთი თავს დაესხა – კერძოდ, უკრაინელებს, ყველა ევროპელს. და ეს მოხდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები