რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოისმინეს ანგარიში საზღვაო საექსპორტო დერეფნის მუშაობის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე.
“შედეგები კარგია. რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენც იქაც მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.