spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – რუსეთი უკრაინის სამ ოლქზე ახალ თავდასხმებს ამზადებს

დაზვერვამ დააფიქსირა რუსეთის მზადება ახალი შეტევისთვის. საფრთხე მიმართულია სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება ახალი თავდასხმებისთვის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ აშშ ჩაითრიონ გაუთავებელ, უაზრო დისკუსიებში ყალბი “პირობების” შესახებ, რათა დრო მოიპოვონ და შემდეგ შეეცადონ კიდევ უფრო მეტი მიწის წართმევას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, პუტინს სურს მოლაპარაკება უფრო ძლიერი პოზიციიდან, რადგან ის მხოლოდ ომზე ფიქრობს.

“ასე რომ, ჩვენი საქმე – ყველა ჩვენგანის – თავდაცვაა ამ სიტყვის ფართო გაგებით. ეს არის სამხედრო დახმარების გაგრძელება, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, მეტი ერთობლივი პროექტები, მეტი ერთობლივი წარმოება, მეტი ლოკალიზაცია, ყველაფერი, რაც მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის წარმოების მასშტაბურობას და განვითარებას – ჭურვებიდან დრონებამდე და რაკეტებამდე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები