რუსეთი ხარკოვის აღებას ვეღარ შეძლებს, ოკუპანტებმა შეცვალეს მიზანი, ახლა მათი პრიორიტეტი დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“მთელი აღმოსავლეთი რთულია დღეს, მას შემდეგ რაც მათ ვერ აიღეს ხარკოვი და ჩვენ გვესმის, რომ ეს შეუძლებელი იქნება.
მთავარი მიზანი შეიცვალა. მათი მთავარი მიმართულება არ არის ზოგადად აღმოსავლეთი, გამონაკლისი არც სლავიანსკია, მაგრამ პოკროვსკი, დღეს ვიტყოდი, მათთვის პრიორიტეტულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსული ჯარები კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით. საუბარია არა მხოლოდ პოკროვსკის აღების გეგმებზე, არამედ კონსტანტინივკას, ტორეცკის და სლავიანსკის.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ყველაზე მეტ პერსონალს, იარაღს და მართვადი ბომბებს პოკროვსკის მიმართულებით აგროვებენ. პრეზიდენტის თქმით, თავდაცვა მტრის თვითმფრინავების განადგურებით შეიძლება.
“მართალია, გულწრფელად გეტყვით, მათ უკვე დაკარგეს თვითმფრინავები, დაკარგეს შესაბამისი რაოდენობა, ასევე კარგავენ საჰაერო თავდაცვას, საჰაერო თავდაცვის სისტემას. რთულია მათთან ბრძოლა ცაში, ეს ფაქტია. მათი ფლოტი, ასე ვთქვათ, უფრო დიდია და ძნელია ბრძოლა”, – განაცხადა ზელენსკიმ.