spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, მაგრამ უკრაინის საჰაერო ფარი შარშანდელზე ძლიერია

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, თუმცა, უკრაინის საჰაერო ფარი შარშანდელზე ძლიერია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიარეთ და მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მტერმა შესაძლოა, გაზარდოს თვითმფრინავების ან სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთი ზამთრისთვის ემზადება.

 

“უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დაცვაზე, ტერორისტებზე რეაგირებაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია, რომ გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადალახვა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობების გაზრდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა, კერძოდ, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ქვეყნები.

 

“პეტრიოტები“, “ნასამსი“, “ირისი“, “რავენსი“, “ჰოკი“, სხვა სისტემები. ახლა ღიად ვერ ვისაუბრებთ ყველაფერზე, მაგრამ უკრაინის საჰაერო ფარი უკვე უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან. უკვე არის სხვა შესაძლებლობები, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არაა მთელი ტერიტორიის სრული დაცვა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მან ასევე მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინას მშვიდობიანად და დაეხმარონ მისი თავდაცვის გაძლიერებას.

 

“ყველა ქვეყანა, ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში და მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ყველას, ვისი ხმაც ისმის მსოფლიოში, ჩვენს ჟურნალისტებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას მსოფლიოში, დაგვეხმარონ გავაძლიეროთ დაცვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები