დღე არ გადის, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენი სამართლიანი პასუხი არ მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად დაარტყეს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები, დაჭრილები. მხოლოდ დღის დასაწყისიდან საღამოს ექვს საათამდე უკვე დაფიქსირდა 17 ცნობა მხოლოდ ხერსონის რეგიონის დაბომბვის შესახებ. ასევე – მიკოლაივის ოლქის, ზაპოროჟიეს, დონბასის, ხარკოვის ოლქის…
ყველგან ჩვენი ჯარისკაცები პასუხობენ ოკუპანტების ტერორს. დღე არ გადის, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენი სამართლიანი პასუხი არ მიიღოს.
თითოეული განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკის ყველა ერთეული, ცეცხლი მათი შტაბ-ბინის და საწყობების ადგილას, ძალიან მრავლისმეტყველი კვამლი ყირიმის ხიდზე და არა მარტო. ეს ყველაფერი იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის არც ერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ.
თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინას აძლევს შედეგს ფრონტის ხაზზე – ფრონტის მთელ სიგრძეზე ხარკოვის ოლქიდან ხერსონის ოლქამდე, აქვს შესაძლებლობა აღადგინოს სამართლიანობა უკრაინაში. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!” – განაცხადა ზელენსკიმ.