spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები გაძლიერდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მოახსენა. მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა კურსკის რეგიონში თავდაცვის ძალების ოპერაციაზე.

მოხსენების პირველი თემა იყო დონბასში, კერძოდ, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით არსებული ვითარებაა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები და ქვედანაყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანადგურონ ოკუპანტი და მოიგერიონ ათობით რუსული თავდასხმა დღეში.

მეორე თემა – კურსკის ოპერაცია. სირსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების პოზიციების გაძლიერება და  სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოება მოხდა.

“ხდება ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდის შევსება, მადლობა ყველა იმ ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებიც იყვანენ რუს სამხედრო ტყვეებს და ამით აახლოებენ რუსეთის მიერ დაკავებული ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სირსკიმ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს იარაღის მიწოდება. მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორებისგან სახელმწიფოს მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე და დგინდება პრიორიტეტული მიმართულებები.

„მთავარია რუსეთის შემტევი პოტენციალის შეზღუდვა და ჩვენი დიაპაზონი, ჩვენ ვამზადებთ შესაბამის მითითებებს უკრაინელი დიპლომატებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის კურსკში ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინა კურსკის ოლქში 80-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს. იქ შეიქმნა სამხედრო კომენდატურა და ბუფერული ზონა. უკრაინა განიხილავს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესაძლებლობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები