spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინამ ჯერ ვერ მიაღწია სრულ საცეცხლე კონტროლს დროებით ოკუპირებულ ყირიმზე, მაგრამ ეს დროის საკითხია.

 

“რუსეთის კონტროლმა შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობამ შექმნა ილუზია, თითქოს რუსეთის დომინირება შავ ზღვაზე გადაულახავი იყო, ასიათასობით რუსეთის მოქალაქის მიერ ყირიმის მიზანმიმართული დასახლების გამოც და ოკუპანტების მიერ ყოველგვარი თავისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანმა რეპრესიებმა, შეიძლება შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ყირიმი დაიპყრო, ახლა ილუზიები დნება…

 

პირველი – რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით.

 

მეორე – რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა ან სანდო ლოგისტიკური მარშრუტი… ჯერჯერობით, ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრულ საცეცხლე კონტროლს ჯერ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია.

 

მესამე – ყირიმში პროუკრაინული განწყობები სულ უფრო ღია ხდება… ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ყირიმში ბევრი მოკავშირე გვყავს.

 

მეოთხე – უკრაინამ შეძლო შავი ზღვის დაბრუნება უსაფრთხოების არტერიის როლში, რომელზედაც დამოკიდებულია გლობალური სურსათის სტაბილურობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინის მიზანია უკრაინის მიწების, მათ შორის ყირიმის სრული დეოკუპაცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები