რუსეთმა 17 ნოემბერს მასიური თავდასხმის დროს 120 რაკეტა და 90 დრონი გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 140-ზე მეტი საჰაერო სამიზნე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ღამით და დილით რუსი ოკუპანტები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის დრონებს, კერძოდ “შაჰედებს”, ასევე, ფრთოსან, ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს “ცირკონი”, “ისკანდერი” და “კინჟალი”.
“სულ დაახლოებით 120 რაკეტა და 90 დრონი. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 140-ზე მეტი საჰაერო სამიზნე. მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელ უკრაინაში. სამწუხაროდ, დარტყმებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებულია ობიექტები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
17 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე სამი თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.