რუსეთმა ერთ კვირაში ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე, მტერმა გაუშვა ათასზე მეტი საჰაერო ბომბი და ასობით თავდასხმის დრონი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელდა ასობით რუსული თავდასხმა სხვადასხვა ტიპის იარაღით: დაახლოებით 1250 საჰაერო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ მონდომებას შეუძლია ტერორისტების შეჩერება, სწორედ ამიტომ უკრაინა მუდმივად მუშაობს პარტნიორებთან, რათა გაზარდოს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის შესაძლებლობა უკრაინელების დატერორების მიზნით.
“მნიშვნელოვანია დიაპაზონი. მნიშვნელოვანია სანქციები. მნიშვნელოვანია ნავთობის ფასის შემცირება. მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ ერთიანობაში და გადამწყვეტად დავიცვათ სიცოცხლე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.