spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, ქართველებს თავისუფლება წაართვეს

რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა და მოლდოვასთან დაკავშირებით იგივე მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, დღეს ის ცდილობს თავისი გეგმის განხორციელებას იარაღის გარეშე, თუმცა, ოდესღაც ეს საქართველოში იარაღით დაიწყო.

“თავდაპირველად მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს საქართველოს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობა ჰყავთ, რომელსაც პრორუსული პოზიციები აქვს.

არანაირი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსია საქართველოში, მათი არჩევანია რუსეთთან მეგობრობა, მათი არჩევანია არ შევიდნენ ევროკავშირში. მათ პოზიცია შეცვალეს. რუსეთმა დღეს გაიმარჯვა. წაართვეს საქართველოს თავისუფლება. რაც შეეხება მოლდოვას, ხედავთ, რომ იმავეს აპირებენ და გააკეთებენ ამას, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები