რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 57-ე დღის ბოლოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
“სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.