რუსეთმა უნდა დაინახოს და იგრძნოს უკრაინის მოახლოებული კონტრშეტევა. ეს მიზანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს ფილმი არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით იმ ჯარებმა, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, როდესაც უკრაინის დამცველები დაიწყებენ რუსებისგან ტერიტორიების გათავისუფლებას, უკრაინელები მიხვდებიან, რომ კონტრშეტევა უკვე მიმდინარეობს.