spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსეთზე სამხედრო გზით გამარჯვება შესაძლებელია

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი აზრით, უკრაინას კვლავ შეუძლია რუსეთის სამხედრო გზით დამარცხება. თუმცა, ეს დიდ დანაკარგებს გამოიწვევს და პარტნიორების დახმარების გარეშე გაჭირდება.

“რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ ეს დიდი დანაკარგია. ჩვენ გვესმის, რამდენად დიდია. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრია.

თუ ჩვენი პარტნიორები არ დაგეხმარებიან, არ დაგვიჭერენ მხარს, რთული იქნება. ამას დიდი დრო დასჭირდება. იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება იყოს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა NBC News-სთან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს თავის ოკუპირებულ მიწებს რუსეთის ტერიტორიად.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის საკითხი განიხილოს დიპლომატიური შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ქვეყანას შეუძლია ნატოში გაწევრიანება.

ამ შემთხვევაში, ზელენსკის თქმით, მიწების დაბრუნების დიპლომატიური გზა ნათელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები