რუსული ტერორი ახლა მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ უკრაინას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ძირითადი საკითხი საჰაერო თავდაცვაა. ობიექტების ფიზიკური დაცვა და თავდასხმების შემდეგ აღდგენა არის ის, რაც დამოკიდებულია აქაურ ხალხზე, უკრაინაში, მაგრამ რეალური და სრული დაცვა რუსული რაკეტებისა და “შაჰედებისგან” არის ის, რაც მხოლოდ საკმარისი პოლიტიკური ნების მქონე პარტნიორების შემთხვევაშია შესაძლებელი. ყოველ დღე არის ჩვენი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინა ყოველ დღეს იყენებს იმისთვის, რომ პარტნიორები დაარწმუნოს აუცილებლობაში და რაც მთავარია უკრაინის ცის სრული დაცვის შესაძლებლობის შესახებ.
”რუსული ტერორი ახლა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ანუ, მართალი გითხრათ, საკმარისი პოლიტიკური ნება მათ უზრუნველსაყოფად. ყველა პარტნიორმა იცის, რა არის ზუსტად საჭირო და ვის შეუძლია მიიღოს ნამდვილად სიცოცხლის გადამრჩენი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ზელენსკიმ.