საბერძნეთი უკრაინელი მფრინავების F-16-ზე წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ რამდენიმე პრიორიტეტული თემა. რა თქმა უნდა, მე ვაცნობე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, რუსი ტერორისტების დარტყმების, ჩვენი შესაძლებლობების აღდგენის გლობალური უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და დაასახელა კონკრეტული საკითხები, რამაც შეიძლება დააჩქაროს რუსეთის აგრესიის დასრულება.
“დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის. საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი მფრინავების წვრთნაში F-16-ზე. მადლობა ამ შემოთავაზებისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.