რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების რაიმე ფორმატზე საუბარი ნაადრევია. ფორმატი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გეგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდაველ კოლეგასთან მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ნებისმიერი მოლაპარაკების პლატფორმიდან გამორიცხვა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ასეთ მოლაპარაკების პლატფორმას რეალური შედეგები არ ექნება, არამედ მხოლოდ პოლიტიკური, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება უსაფრთხოებასთან ან ომის დასრულებასთან.
“მეორე, მე მქონდა კარგი შეხვედრები ტრამპთან და საუბრები და კიდევ ერთხელ ვუჭერ მხარს იმას, რომ მას წარმატების მიღწევა სურს. დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს დიდი შანსი და ჩვენ დავიჯერებთ, რომ მას ეს გამოუვა. ეს მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეიძლება გაკეთდეს, სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მხარეებს შორის კონტაქტები შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმატში.
“ფორმატები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ომის დასრულების გეგმა. და მე ძალიან სერიოზული ვარ განწყობილი, რომ ყველას სურს, ამერიკულ მხარეს, ევროპულ მხარეს, ყველას სურს წარმატება და წარმატება ყველასთვის მშვიდობაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფორმატები შეხვედრამდე, ასეთი თუ ისეთი, ქაღალდზე უნდა იყოს, ფორმატი, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.