საუდის არაბეთში გრძელდება უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა. ამჯერად მოლაპარაკებები უფრო ტექნიკურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს უკრაინისა და ამერიკის გუნდების მეორე შეხვედრაა საუდის არაბეთში. ამჯერად ის უფრო ტექნიკურია – ჩვენი სამხედროები, ჩვენი დიპლომატები, ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მან უკვე მოახერხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან რუსტემ უმაროვთან შეხვედრის განხილვა.
“მან მომახსენა შეხვედრის, მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი გუნდი მუშაობს აბსოლუტურად კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა. დელეგაციების მუშაობა გრძელდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
The New York Times-ის ცნობით, ამჯერად ერ-რიადში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება. კერძოდ, დღეს საუბარი გაიმართება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, ხვალ კი – ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.