spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ უკრაინამ რუსეთის ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.

 

ზელენსკის თქმით, არ არსებობს სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ყირიმი უკრაინის შემადგელობაში უნდა დაბრუნდეს.

 

“ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა განხორციელდეს, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. უკრაინელი ხალხი ალბათ, ამ გზას უფრო მეტად დაუჭრდნენ მხარს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს.

 

“პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები