spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – შეთანხმება შეიცავს პუნქტებს ესკადრილიების შესახებ, რომელშიც ასევე შედის F-16-ები

ამერიკის შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმება შეიცავს პუნქტებს ესკადრილიების გადაცემის შესახებ, რომელშიც ასევე შედის F-16 გამანადგურებლები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“შეთანხმებას აქვს კარგი დებულებები შეიარაღების შესახებ, კონკრეტულად Patriot-ის სისტემებზე, საბრძოლო ესკადრილიების მიწოდებაზე, რომლებიც მოიცავს F-16-ებს, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

აღსანიშნავია, რომ ერთი ესკადრილია ჩვეულებრივ მოიცავს 12 თვითმფრინავს.

 

უკრაინამ და აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები