უკრაინა იმედოვნებს, რომ ჩინეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთს იარაღით და სხვა ტექნოლოგიებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიური მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
“ჩვენ ველით, რომ ჩინეთი არ იქნება რუსეთის ფედერაციის იარაღის მიმწოდებელი და არ დაუჭერს მხარს რუსეთს იარაღით ან სხვა ტექნოლოგიებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა საუბრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განზე დადგება პროცესისგან და არ დაუჭერს მხარს რუსეთს იარაღით.
უკრაინის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის რუსეთის ომის დაწყებიდან პირველი სატელეფონო საუბარი 26 აპრილს გაიმართა.