spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“რუსული არმიის თავდასხმების შემდეგ ამჟამად სამაშველო ოპერაციები უკრაინის სამ რეგიონში  – დონეცკის, ხერსონის, ხმელნიცკის ოლქებში კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, დღეს დილით, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყო მასიური სარაკეტო იერიში, მან მადლობა გადაუხადა ყველა მაშველს, პოლიციას და კომუნალურ მუშაკებს.

 

“ხარკოვი და ოლქი, ზაპოროჟიე, კრივოი-როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავდა 45 ადამიანი, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

დილით უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. საჰაერო ძალებმა განაცხადეს Mig-31K-ის აფრენის შესახებ.

 

აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში,  ხმელნიცკის ოლქში საჰაერო თავდაცვამ იმუშავა. კრივოი-როგი მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ხარკოვში რუსეთის ფედერაციამ დაბომბა სამრეწველო ობიექტები.

 

8 იანვრის ღამეს კი რუსეთის ჯარებმა უკრაინას კამიკაძე დრონებით შეუტიეს. რუსეთის ჯარებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ყველა სამიზნე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მათ შორის 7 ოდესის რეგიონის ცაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები