თითოეულმა რუსმა პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ომში, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“გუშინ, შობის წინ, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს თითქმის 30 “შაჰიდი”, ბომბდამშენი, რამდენიმე რაკეტა და კიდევ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ერთ საღამოს! ზოგადად, შობის წინა კვირაში ხუთი ბომბდამშენი ჩამოაგდეს. და ეს ძალიან ძლიერია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ვინც ასეთ შედეგებს იძლევა.
“ყველა რუსმა პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში. ჩვენი საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მივიღებთ დამატებით სისტემებს, რომლებიც უკვე შეთანხმებულია და F-16-ებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.