თუ ჩინეთი რუსეთთან ალიანსში შევიდოდა, მსოფლიო ომი დაიწყებოდა და ჩინეთი ამას აცნობიერებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა არ დაუჭიროს მხარი რუსეთს ომში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აგრესორი ქვეყნის ასეთი მხარდაჭერა ამჟამად შეუძლებელია.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სურს, ჩინეთი უკრაინის მოკავშირედ ნახოს.
“მე ვხედავ შესაძლებლობას, ჩინეთმა გააკეთოს პრაგმატული შეფასება იმის შესახებ, რაც ხდება. ბოლოს და ბოლოს, თუ ჩინეთი რუსეთთან გაერთიანდებოდა, მსოფლიო ომი იქნებოდა და ვფიქრობ, ჩინეთმა ეს იცის”, – განაცხადა ზელენსკიმ.