უკრაინა მზადაა რუსულ ოპოზიციასთან დიალოგისთვის. თუ რუსეთში გამოჩნდებიან ისეთები, ვისაც ომის დასრულება სურთ, კიევს შეუძლია მოლაპარაკება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ პრინციპში, ჩვენ დავთანხმდებით ვისაუბროთ არა მასთან, არამედ ვინმესთან, რომელიც წარმოადგენს რუსეთს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, თუ რუსეთში არის ხალხი, ბიზნესი და სხვადასხვა რეგიონი, განსაკუთრებით სერიოზული ბიზნესსფეროები, უკრაინა მზად იქნება მათთან კომუნიკაციისთვის, თუ მათ ექნებათ ხედვა, როგორ დაასრულონ ომი.
“მგონი არის ოპოზიცია, რომელსაც პუტინის ეშინია. იქნებ არ შეეშინდეს, თუ ევროპა, ამერიკა, უკრაინა მზად იქნება ოპოზიციასთან სასაუბროდ. რატომაც არა”, – აღნიშნა მან.