spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – თუ ტრამპი მოისურვებს, უკრაინა ნატოში იქნება

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ამის წინააღმდეგი ხომ ალიანსის მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო უკრაინის მიმართ გაუმჭვირვალე პოლიტიკას ატარებდა და არ უჭერდა მხარს მის ნატოში შესვლას.

“ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში იქნებოდა, რადგან გავიდა ათწლეულები და უკრაინა ვერ გახდა ნატოს წევრი. ეს იყო არაკეთილსინდისიერი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი აზრით, სწორედ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ჰქონდათ სუსტი პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგი გამართეს, თუმცა, მათ ალბათ, წააგეს ეს დიალოგი, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო რაღაც შეთანხმებები რუსეთის ფედერაციასთან.

“რატომ აწარმოეთ ჩვენს გარეშე მოლაპარაკება ჩვენზე? ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. მინდა გავათანაბრო სხვების პატივისცემა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა ვიყოთ ნატოში, ნატოს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს ჩვენ, მაგრამ ოთხი ქვეყანა არ გვიჭერს მხარს: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული და თუ ტრამპი მზად არის უკრაინა ნატოში ნახოს, ჩვენ ვიქნებით ნატოში, ყველა იქნება თანახმა. თუ არა, ნატოში არ ვიქნებით“, – აცხადებს ზელენსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები