spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ომი უფრო სწრაფად დასრულდება, ეს მათი მიდგომაა, მათი პირობაა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უფრო სწრაფად დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას და ტრამპს შორის კონსტრუქციული ურთიერთქმედება განვითარდა, უკრაინულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მკაფიოდ გამოეხატა თავისი პოზიცია მშვიდობასთან დაკავშირებით.

“მან (ტრამპმა) გაიგო, რა საფუძველზე ვდგავართ, მე არაფერი მსმენია ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ.

…ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ომის დროს ჩვენმა ხალხმა და მე პირადად შეერთებულ შტატებთან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს დავამტკიცეთ, რომ “დაჯექი და მოუსმინე“ რიტორიკა ჩვენთან არ მუშაობს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ არსებობდეს იმის განცდა, რომ ჩვენ საუკეთესოები დავკარგეთ იმ უსამართლობის გამო, რომელიც თავს მოგვახვიეს.

ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არის. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკის პირობებში, რომელიც ახლა უხელმძღვანელებს თეთრ სახლს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა, მათი პირობაა თავისი საზოგადოებისთვის და მათთვის ეს ასევე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები