spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შეხვდა. მოლაპარაკება ნიუ-იორკში, Trump Tower-ში იმართება.

”ჩემთვის პატივია, რომ პრეზიდენტი ჩვენთან არის, მან ბევრი გადაიტანა”, – აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და ტრამპს “აქვთ საერთო აზრი, რომ უკრაინაში ომი უნდა შეჩერდეს”.

გარდა ამისა, ტრამპმა პუტინთან “კარგი ურთიერთობით” დაიკვეხნა, რაც მისი აზრით, დაეხმარება მას უკრაინაში ომის დასრულებაში.

ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ტრამპს მასთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე პუტინთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები