უკრაინასა და აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მისი ინაუგურაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, წარმოდგენა არ მაქვს… ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული – არა მხოლოდ განრიგზე, არამედ შესაბამისი შეხვედრების გამართვის ლეგიტიმურობაზეც.
თუ ჩვენ გვსურს შეხვედრები, რომლებზეც გარკვეული საკითხები გადაწყდება, მაშინ ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო შესაძლებლობები უნდა არსებობდეს, ინაუგურაცია გაიმართა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი გუნდურ დონეზე გრძელდება.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა ბევრი ძალა ცდილობს, არ დაუშვას ძლიერი ალიანსი კიევსა და ვაშინგტონს შორის.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაასრულოს ომი მომავალ წელს, აუცილებელია ახალი წინადადებების მოსმენა ომის დასრულების შესახებ და ეს შესაძლებელი იქნება იანვრის დასაწყისში.