უკრაინა აძლიერებს საჰაერო თავდაცვას, მაგრამ რუსული დარტყმების საფრთხე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. ამიტომ, უკრაინელებმა იგნორირება არ უნდა გაუკეთონ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა 18 კამიკაძე დრონი და ერთი რაკეტა გაანადგურეს, კერძოდ, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში, მაგრამ იყო რამდენიმე დარტყმა.
“ყველა უკრაინელს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს და გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას, საფრთხე მაინც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ქალაქებში, როგორიცაა ხარკოვი, ზაპოროჟიე, ხერსონი. ქალაქებსა და სოფლებში ხერსონისა და დონეცკის ოლქებში, ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებში. ფრთხილად უნდა იყოთ და საფრთხეს მსუბუქად ნუ მიიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.