უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟიტომირის ოლქში ავიაკატასტროფას და უკრაინელი მფრინავების დაღუპვას გამოეხმაურა.
“გუშინ ჟიტომირის ოლქის ცაზე კატასტროფა მოხდა. სამი მფრინავი დაიღუპა. მათ შორის ანდრეი პილშჩიკოვი, “ჯუსი”, უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი, ვინც ძალიან დაეხმარა ჩვენს სახელმწიფოს. ძალიან! ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას, ვინც იცნობდა ბიჭებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
“ჯერ ნაადრევია დეტალებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც იცავდა უკრაინის თავისუფალ ცას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.