spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – უკრაინა აშშ-ს სთავაზობს პარტნიორობას ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში და არა მათ გადაცემას

უკრაინა აშშ-ს სთავაზობს პარტნიორობას უკრაინის ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში და არა მათ გადაცემაში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მინერალური რესურსების 20%-მდე, მათ შორის იშვიათი მინერალების დაახლოებით ნახევარი, უკვე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს შეუძლია გახსნას წვდომა ამ რესურსებზე მისი მოკავშირეებისთვის ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან.

“ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი და დავიცვათ ის, რაც გვაქვს – ძალიან მდიდარი დნეპრის რეგიონი, ცენტრალური უკრაინა“, – აღნიშნა მან.

უკრაინას აქვს ევროპაში ტიტანის უდიდესი მარაგი, რომელიც საჭიროა საავიაციო და კოსმოსური მრეწველობისთვის და ურანი, რომელიც გამოიყენება ბირთვული ენერგიისა და იარაღისთვის, მაგრამ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი არ სთავაზობს საკუთარი რესურსების “გადაცემას“, არამედ სთავაზობს ორმხრივ მომგებიან პარტნიორობას.

“ამერიკელები ყველაზე მეტად დაეხმარნენ და ამიტომ ამერიკელებმა უნდა გამოიმუშაონ ყველაზე მეტი. და მათ უნდა ჰქონდეთ ეს პრიორიტეტი და ასეც იქნება. მე ასევე მსურს ამაზე საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი და თეთრი სახლი განიხილავენ იდეას უკრაინული მიწისქვეშა გაზის უზარმაზარი საწყობების გამოყენების შესახებ ამერიკული თხევადი გაზის შესანახად.

“ვიცი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან დაინტერესებულია ამით… ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ცენტრი მთელი ევროპისთვის”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები